გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კახეთის ორ რაიონში სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა

2-05-2020

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის რეგიონში სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა. სულ დამუშავებულია 786 კმ2 საერთო ფართობის ღრუბლის მასები, რისთვისაც სისტემამ რამდენიმე ათეული რაკეტა გაისროლა.

სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან მოძრავი ფრონტალური ღრუბლის მასები რეგიონში ორ ეტაპად შემოვიდა და მოიცვა გურჯაანის და ახმეტის რაიონები. მეტეოროლოგიური რადიოლოკაციური სადგურით დაკვირვებამ აჩვენა, რომ კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობა 100 %-ს შეადგენდა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების დიამეტრი 14 მმ იყო.

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ პირველ ეტაპზე გურჯაანის რაიონში, მეორე ეტაპზე კი ახმეტის რაიონში ღრუბლის მასები რამდენიმე ათეული რაკეტით დამუშავდა.

ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა ძლიერი წვიმის სახით სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თავზე ჩამოიცალა.