გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარში ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ

19-02-2018

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარში ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ამბობენ, რომ სოფელში კერძო პირები ნაძვებს უკანონოდ ჭრიან. 
ინდმეწარმე გოჩა დანელიას თქმით, რომელიც ხეების მოჭრის სამუშაოებს ახორციელებს, ხეების მეპატრონეს, სატყეო სამსახურისგან ნაძვების მოჭრის უფლება მოპოვებული აქვს და ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც გააჩნია.

„მე მაქვს ამ ტერიტორიის მეპატრონისგან ყველანაირი ნებართვა. მეპატრონემ კი ამის უფლება შესაბამისი სამსახურებისგან მიიღო“, - განაცხადა გოჩა დანელიამ.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეების მოჭრა გასული წლის სექტემბერში დაიწყო, თუმცა ადგილობრივების პროტესტის შემდეგ მალევე შეწყდა. ამ დროისთვის სულ 15-მდე ნაძვის ხეა მოჭრილი.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე გრიგალავას ინფორმაციით, საკითხს შესაბამისი სამსახურების შეისწავლიან.
ადგილზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

"ინტერპრესნიუსი"