გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ტბისი-კუმისის სარწყავ სისტემაზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

5-05-2020

შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სარეაბილიტაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.

ამჯერად სამელიორაციო სამუშაოები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

სოფელ ასურეთში გამავალი მაგისტრალური სისტემა, სადაც ამ დროისთვის 1420 მმ-იანი ქსელი იცვლება, ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის კვებას უზრუნველყოფს.

„საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, წყალსადენის სარემონტო სამუშაოების დროს შეიცვლება ორძაფიანი დაზიანებული დიუკერის მილსადენის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ხელს შეუწყობს წყალმომარაგების საიმედოობას, საგრძნობლად შეამცირებს დანაკარგებს.

შედეგად, 600 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავიწყლის მიწოდების რეჟიმი.

სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს, დასრულების ეტაპზეა.