6-05-2020
განმუხურის საკარანტინე სივრცეში მოთავსებულ კიდევ ერთ პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრში ადასტურებენ.
“აღნიშული პიროვნება 22 აპრილს სტამბოლიდან დაბრუნდა, რომელიც საკარანტინე სივრცეში პირდაპირ საზღვრიდან გადმოიყვანეს “, – აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
მათივე ინფორმაციით, განმუხურის საკარანტინო სივრცეში კოვიდ19-ზე დღეს განმეორებითი კიდევ 2 საეჭვო პირს გამოიკვლევენ.
ცნობისთვის, ორ მცირეწლოვანს, რომლებიც დედასთან ერთად ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ კორონავირუსი წუხელ დაუდასტურდათ, ისინი ბოჭორიშვილის კლინიკაში გააგრძელებენ მკურნალობას. როგორც ცნობილია, მცირეწლოვნების შემთხვევა ე.წ თეთრიწყაროს კლასტერს მიეკუთვნება და მათ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასთან კონტაქტი არ ჰქონიათ.