20-02-2018
ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ უდეში 50 წლამდე კაცი გარდაცვლილი სანიაღვრე არხში იპოვეს.
სოფლის მცხოვრებლების თქმით, გარდაცვლილი კაცი ადგილობრივი არ არის. შსს-ს ცნობით, უწყებაში შეტყობინება დღეს დილით შევიდა. გამვლელმა კაცი უგონო მდგომარეობაში დაინახა და 112-ში დარეკა. ადგილზე მისულ სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადას 50 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.