გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საგარეჯოელ მედიკოსს, რომელიც თბილისში ბოჭორიშვილის კლინიკაში მუშაობს, PCR კვლევით კორონავირუსი დაუდასტურდა

8-05-2020

“თუ დადასტურდება, რომ საგარეჯოს კონტაქტებიდან ყველას ანალიზის პასუხი იქნება უარყოფითი, ეს არ იქნება კახეთის შემთხვევა, ეს იქნება გარე წყაროსთან დაკავშირებული შემთხვევა” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა მედიასთან გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხიზანიშვილის თქმით, ექთანს covid-19 მედიკოსების მიზნობრივი ტესტირების დროს დაუდასტურდა, განმეორებით ჩატარებულმა PCR კვლევამ კი დადებითი პასუხი აჩვენა. მისივე თქმით, საგარეჯოში მედიკოსის კონტაქტებს შორის სულ 16 ადამიანია, ხოლო რაც შეეხება ბოჭორიშვილის კლინიკას, ინფიცირებულ ექთანთან კონტაქტში მყოფი 21 პირის ანალიზის პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

,,PCR კვლევით ამ ქალბატონს ვირუსი დაუდასტურდა, თუმცა ვინაიდან მისი ინფიცირების შესახებ ჩვენთვის ძალიან სწრაფად გახდა ცნობილი, ვგულისხმობ მედიკოსთა მიზნობრივ ტექსტირებას, მკვეთრად შემცირდა ქალბატონის კონტაქტების და ინფექციის გავრცელების საშიშროება. ამ ეტაპზე კონტაქტების კვლევა შეწყდა,საგარეჯოს მასშტაბით გამოვლინდა ჯამში 16 კონტაქტი, მათ შორის 9 საოჯახო, 7 კი დაკავშირებულია საგარეჯოს ,,ჯეო ჰოსპიტალსთნ. ბოჭორიშვილის კლინიკაში 21 კონტაქტია გამოვლენილი, რომელთა ანალიზის პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
ჩვენ გუშინ ლუგარში გავგზავნეთ 42 ანალიზი, ამ ეტაპზე რამდენიმეს პასუხია მოსული, 5 პასუხი არის ამ ქალბატონის ოჯახის წევრის, არც ერთ მათგანს, მათ შორის არც ინფიცირებული ქალის მეუღლეს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა. ქალბატონი არის უსიმპტომო, ჩვენ რამდენიმე დღეში კვლავ ჩავატარებთ როგორც მისი,ასევე მისი კონტაქტების განმეორებით ანალიზს.,, – განაცხადა ხიზანიშვილმა

ipress