გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კამპანია „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ - რესპუბლიკის 100 წელი“ თელავიდან დაიწყო

20-02-2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კამპანია დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ - რესპუბლიკის 100 წელი“ დაიწყო, რომლის მიზანიც ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და საფრთხეებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა. კამპანიის ფარგლებში პირველი შეხვედრა პრეზიდენტმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.

2018 წელს საქართველოს რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წელი თავისუფლების წლად გამოაცხადა. ეს თარიღი მიმდინარე წლის 26 მაისს საზეიმოდ აღინიშნება.

თელავის უნივერსიტეტში გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან ერთად მობილურ საექსპოზიციო სტენდებზე წარმოდგენილი გამოფენა დაათვალიერა, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის მიეძღვნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენა კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ყველა შეხვედრაზე იქნება წარმოდგენილი, რათა სტუდენტებს კიდევ ერთხელ მიეცეთ შესაძლებლობა გაიაზრონ საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობის მნიშვნელოვანი ეტაპები.

reginfo.ge