გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსის" ექთნის ოჯახის წევრებს COVID-19 არ დაუდასტურდათ

8-05-2020

საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსის" ექთნის ოჯახის წევრებს, მათ შორის ქმარს, COVID-19 არ დაუდასტურდა.

განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა გააკეთა. ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მიხედვით, მისი კონტაქტები 9-დან 7-მდე შემცირდა.

ამ დროისთვის 16 ანალიზი გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. თავად ინფიცირებული კი ბკჭორიშვილის კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც დამატებითი კვლევა უტარდება. ხიზანიშვილის თქმით, თუ პასუხი მის საბოლოო ინფიცირებას დაადასტურებს, ეს არ ჩაითვლება კახეთის შემთხვევად.

"ვფიქრობთ, რომ მისი ინფიცირების წყარო ბოჭორიშვილის კლინიკაა",- აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბოჭორიშვილის კლინიკის სარეზერვო მდედდას, კორონავირუსი, სამედიცინო პერსონალის გეგმიური კვლევის ფარგლებში, გუშინ "პსრ" ტესტით გამოუვლინდა.

კახეთში ამ დროისთვის 167 პირის კვლევის პასუხს ელოდებიან.

პია