გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მარნეულში გამოკვლეული კიდევ 370 პირიდან კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა

8-05-2020

მარნეულის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 370 ტესტიდან ერთი დადებითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მარნეულის მერმა განუცხადა.

ზაურ დარგალის თქმით, 369 პასუხი უარყოფითია.

მისი ინფორმაციით, დადასტურებული შემთხვევა ე.წ. სასწრაფოს კლასტერს უკავშირდება.

პარალელურად, საჯარო სივრცეებში მომუშავე პირების ბიოლოგიური მასალის აღება გრძელდება. ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში დღეს საღამოს გაიგზავნება.

ამ დროისათვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 623 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 288 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

1tv.ge