გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

რა ზარალი მიაყენა სტიქიამ კახეთს - რეგიონში დეტალური აღწერა დაიწყება

11-05-2020

უხვი ნალექისგან დაზარალებულ კახეთის 20-მდე სოფელში დღეიდან დეტალური აღწერა უნდა დაიწყოს. რამდენიმე დღიანმა გადაუღებელმა წვიმამ სოფლები მნიშვნელოვნად დააზარალა. განადგურებულია 150 ჰექტრამდე სასოფლო - სამეურნეო სავარგულები, დატბორილია საცხოვრებელი სახლები და სოფლის შიდა გზები.

ლაგოდეხის მერის, ჯონდო მდივნიშვილის თქმით, სტიქიამ ის ადგილებიც დააზარალა, სადაც სანიაღვრე არხები კაპიტალურად იყო შეკეთებული. 

"უხვი ნალექის შედეგად დატბორილი გვაქვს საკარმიდამო ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლების სარდაფები და პირველი სართულები. რა თქმა უნდა, სავარგულებზეც გვაქვს ზიანი, დაახლოებით 100-150 ჰექტარი არის დატბორილი. მუშაობს შესაბამისი ჯგუფი სალიკვიდაციო სამუშაოებზე და, ასევე, შესწავლის მიზნით, რომ საბოლოო მონაცემები მოვაგროვოთ. კაპიტალურად შეკეთებული სანიაღვრე არხები სადაც გვაქვს, იქაც დაგვიზიანდა და იქაც გაგვიჩნდა პრობლემა სტიქიის გამო,"- განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

რუსთავი2