გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2023    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

დღეს გამოვლენილი 3 ინფიცირებულიდან ერთი ბოჭორიშვილის კლინიკაში მოათავსეს - ის თეთრიწყაროს კლასტერიდან არის

11-05-2020

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 1 ახალი პაციენტი ჰყავთ, რომელიც თეთრიწყაროს ცნობილ კლასტერს მიეკუთვნება. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, ახალი პაციენტი შუა ხნის ქალია და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 

მისივე თქმით, კლინიკის ბოქსირებულ ნაწილში წევს 75 პაციენტი, აქედან კორონავირუსი დადასტურებული აქვს 62 პაციენტს. როგორც მაკა სოლოღაშვილმა აღნიშნა, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და საყურადღებო მხოლოდ 5 მათგანის მდგომარეობაა. 

გაიზარდა კლინიკაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც - მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, შაბათ-კვირის განმავლობაში გამოჯანმრთელებულებს შეემატა 6 პაციენტი, რომელთაგან სამმა უკვე დატოვა კლინიკა, სამი კი უახლოესი დღეებში გაეწერება.

რუსთავი2