გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-11 პაციენტის მეუღლეც COVID-19-ითაა დაღუპული

11-05-2020

აჭარაში კორონავირუსით 81 წლის კაცი გარდაიცვალა. კლინიკა „მედალფაში“ ფაქტს ადატურებენ. ის რამდენიმე დღეა მართვით სუნთავაზე იმყოფებოდა.

როგორც „ქრონიკასთან“ საუბრისას „მედალფას“ დიექტორმა ალექსი გოხელაშვილმა განაცხადა, პაციენტს ინსულტი ჰქონდა გადატანილი და თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.

„ჰქონდა ნევროლოგიური მოვლენები. მწოლიარე იყო. ასევე ჰქონდა საშარდე გზების ანთება; გულის ქრონიკული და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. რესპირატორული დისტრესსინდრომი, სეფსისი და ინფექციურ-ტოქსიური შოკი“, - განაცხადა გოხელაშვილმა.

81 წლის კაცის მეუღლეც კორონავირუსით იყო ინფიცირებული და ის რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსი 638 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 317 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge