გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ - ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წყალტუბოს ორგანიზაცია შეუერთდა

11-05-2020


აქცია, რომელიც წყალტუბოს საკრებულოს შენობაში დილიდან დაიწყო, შესაბამისი წესების დაცვით და რეკომენდაციების გათვალისწინებით ამ დრომდე მიმდინარეობს. უანგარო დონაციის აქციის ფარგლებში სისხლი უკვე გაიღეს „ქართული ოცნების” წყალტუბოს ორგანიზაციის წევრებმა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა, აქტივისტებმა და მოხალისეებმა.


„ჩვენ ვეხმაურებით ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი წყალტუბოში, ამ აქციაში მონაწილეობს. გავიღებთ სისხლს ადამიანების გადასარჩენად. მნიშვნელოვანია, რომ ამ მოწოდებას გამოეხმაურონ ადამიანები და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ადამიანი მიიღებს ამ აქციაში მონაწილეობას და ერთობლივად შევძლოთ შევავსოთ სისხლის ბანკი, რაც გახლავთ უმნიშვნელოვანესი ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის“,-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა.​