გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ბერია: ხელისუფლება მზადაა ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობას ადგილზე გაუწიოს სამედიცინო დახმარება

12-05-2020

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიას განცხადებით, პანდემიიდან გამომდინარე ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მძიმე ვითარების გამო, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მზად არის ადგილზე გაუწიოს მოსახლეობას დახმარება.

„ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი არის მძიმე ვითარება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ამას ართულებს ოკუპაციით გამოწვეული შეზღუდვები, პრობლემები არის ასევე როგორც სამედიცინო პერსონალის, ასევე ჰოსპიტალური ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებას აქვს მზაობა და აღებული აქვს სრული პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები ყველა სათანადო მომსახურებით, მათ შორის, სამედიცინო მომსახურებით. ამას ჩვენ წლებია ვაკეთებთ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ჩვენ, ასევე მზად ვართ, გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები ადგილზე მათთვის დახმარების გაწევის კუთხით, მთავარია ამ შემთხვევაში საოკუპაციო ძალამ ხელი არ შეუშალოს ამ ნაბიჯებს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.