გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება/გავრცელების ბრალდებით დაკავებული პირების შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

14-05-2020

ორგანიზებული ჯგუფის მიერ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება/გავრცელების და ტრეფიკინგის ბრალდებით გასულ წელს დაკავებული პირების შესახებ გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ორგანიზებული ჯგუფის მიერ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება/გავრცელების და ტრეფიკინგის ბრალდებით 2019 წლის აგვისტოს და სექტემბერში დაკავებული იქნენ ამერიკის ერთი და საქართველოს რვა მოქალაქე (დაზარალებული ბავშვების მშობლები), ხოლო ერთი პირი დაკავებული იქნა დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე. ამავე საქმეზე 2019 წლის დეკემბერში დაკავებული იქნა საქართველოს თერთმეტი მოქალაქე, რომელთაგან ათი დაზარალებული ბავშვების მშობელია, ხოლო ერთი სკოლის მასწავლებელი.

ბრალდებულების დაკავება განხორციელდა სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე.

აღნიშნული საქმე, დაკავების თარიღებისა და პატიმრობის ვადების გათვალისწინებით სასამართლოში წარიმართა ორ სისხლის სამართლის საქმედ. ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც ბრალდებულია აშშ-ს ერთი და საქართველოს ცხრა მოქალაქე, ბრალდებულები ინანიებენ და აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს, თანამშრომლობენ ბრალდების მხარესთან და სურთ მათთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება რეალურ სასჯელზე. საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, ამერიკის მოქალაქესთან მიმართებით საუბარია 10 წლით თავისუფლების აღკვეთაზე, ფულად ჯარიმაზე და ქონების ჩამორთმევაზე. რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში საუბარია 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთაზე დანაშაულის როლის გათვალისწინებით, ასევე, დამატებით 5 წლამდე პირობით მსჯავრზე, ფულად ჯარიმებზე და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული უძრავ-მოძრავი ქონებების ჩამორთმევაზე. ასევე, აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული არცერთი პირი წარსულში ნასამართლევი არ არის.

შესაბამისად სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით.

აქვე გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების განცხადებით პროკურატურისთვის მიმართვა ბრალდებულის უფლებაა და პროკურატურა გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით"-ნათქვამია განცხადებაში.