გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ახალციხეში კორპუსების ფასადების და სადარბაზოების კეთილმოწყობა გრძელდება

14-05-2020

ქალაქ ახალციხეში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება.

ამ ეტაპზე, სამუშაოები მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩა №99, №99ა, №101, №103, №107 და აპინძის ქუჩის №36 მდებარე მრავალსართულიან კორპუსებზე.

პროექტის ფარგლებში ხორციელდება საცხოვრებელი სახლების ფასადების შეღებვა, სადარბაზოებისა და აივნების კეთილმოწყობა, სადარბაზოებში იცვლება ფანჯრები, მოპირკეთდება კიბეები, კედლები და ჭერი, კორპუსის მაცხოვრებლები რკინის ახალი კოდირებული კარით ისარგებლებენ.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსი ზედგინიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე ადგილზე გაეცნენ.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.