გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

გორში კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა, ის სამხედრო ჰოსპიტლის ექთნის კლასტერია ​

15-05-2020

შიდა ქართლში, COVID ინფექციის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექთნის კლასტერი გაფართოვდა. ეს მის კონტაქტებს შორის დადასტურებული დიაგნოზის უკვე მე-7 შემთხვევაა.

პაციენტი გორის რაიონის სოფელ თერგვისის მკვიდრია. ადგილობრივების ინფორმაციით, ინფიცირებული ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და კორონავირუსზე ტესტი თავდაპირველად უარყოფითი ჰქონდა, თუმცა 2 კვირის შემდეგ დაუდასტურდა. ოჯახი კვლავ იზოლაციაშია.

ამ დროის მონაცემებით, ჯამში ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული მონაცემებით კორონავირუსის  671 დადასტურებული შემთხვევაა. 

მათ შორის გამოჯანმრთელებულია 393 პირი. 12 ადამიანი გარდაიცვალა.

რუსთავი2