16-05-2020
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის 4 წევრი საკარანტინო სივრცეში უკვე მოათავსეს.
მისივე ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა საზღვარი ერევნიდან 17 აპრილს გადმოკვეთა, იმყოფებოდა თვითიზოლაციაში და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო რუხის საავადმყოფოს ცხელების ცენტრს მიმართა.
“კარგად იცავდა თვითიზოლაციის პირობებს. მას სიმპტომები დაეწყო 9 მაისს, ის თვითმკურნალობას მიმართავდა ოჯახში და როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მიმართა რუხის კლინიკას 14 მაისს, სადაც დადასტურდა კორონავირუსი. რაც შეეხება კონტაქტებს, მიმდინარეობს ჩღრმავებული ეპიდკვლევა. კონტაქტების ნაწილი გადაყვანილია საკარანტინე სივრცეში, მათ ჩუტარდებათ შესაბამისი კვლევა. ამ ეტაპზე 4 კონტაქტი უკვე გადაყვანილი, ორს ვამზადებთ გადასაყვანად”,- განაცხადა ოდიშარიამ.
ნანა ოდიშარიას განმარტებით, ჩაღრმავებული ეპიდკვლების ფარგლებში, კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს თბილისსა და ფოთში, ასევე თეთრიწყაროში, ვინაიდან ტრაილერის მძღოლს ტვირთის შეუფერხებლად გადაზიდვის და ქვეყნის შიგნით თავისუფლად გადაადგილების უფლება ჰქონდა, მისი კონტაქტების სია შეიძლება უფრო გაიზარდოს.
ამჟამად, საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკაში 5 კოვიდინფიცირებული პაციენტია მოთავსებული, ორი მოგზაურობის ისტორიით, ხოლო სამი ე.წ. თეთრიწყაროს