21-02-2018
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებით, მარტვილში
პოლიტიკური კრიზისი მწიფდება. აღნიშნულის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
ყოფილმა მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარეს საკითხში გარკვევა სთხოვა.
“რაც შეეხება მარტვილს- ამ საკითხზე არაერთხელ გვქონდა საუბარი. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მწიფდება პოლიტიკური კრიზისი და მინდა ბატონო ირაკლი, თქვენ მოგმართოთ თხოვნით, როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, რომ სიტუაციის გარკვევაში ჩაერიოთ. ფაქტია, რომ არაჯანსაღი სიტუაციაა და მე მაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენი რამდენიმე თანაპარტიელი ხელს უწყობს პრობლემების კიდევ უფრო ესკალაციას“-განაცხადა ოთარ დანელიამ.