ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
სადგურ მეტეხის დასახლებაში ახალი საბავშო ბაღი შენდება

18-05-2020

კასპის მუნიციპალიტეტის სადგურ მეტეხის დასახლებაში ახალი საბავშო ბაღის მშენებლობა დაიწყო, რომლის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტატანაშვილმა და მისმა მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა დაათვალიერეს.

ამჟამად ძველი ავარიული შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ ახალი შენობა აშენდება. 50 აღსაზრდელზე გათვალილი შენობა სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

პროექტი კეთილმოწყობილი შენობის გარდა სპორტულ და საბავშო მოედნის კეთილმოწყობას, ასევე ტერიტორიის გამწვანებასაც ითვალისწინებს. დასახლებაში რომელშიც 200 - მდე ოჯახი ცხოვრობს უკვე 25 წელია საბავშო ბაღის შენობა არ ფუნქციონირებს. აღსაზრდელები კასპის #1 საბავშო ბაღში სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით გადაადგილდებიან და მას მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს.

საბავშო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ბამა“ ახორციელებს. პროექტის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე 965 000 ლარი დაიხარჯება.