გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მარტვილის მერი - გაოგნებული ვარ ოთარ დანელიას განცხადებით

21-02-2018

მარტვილის მერი ალექსანდრე გრიგალავა აცხადებს, რომ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით გაოგნებულია. მისი თქმით, მარტვილში არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ მწიფდება.
„გაოგნებული ვარ ოთარ დანელიას განცხადებით. დღის განმავლობაში ბევრი დამიკავშირდა ამ საკითხთან დაკავშირებით. ნამდვილად ვერ გეტყვით, რის საფუძველზე გააკეთა მან ეს განცხადება. ვერაფერს ვიტყვი, უმჯობესია მას ჰკითხოთ“, - განაცხადა ალექსანდრე გრიგალავამ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ მარტვილში პოლიტიკური კრიზისი მწიფდება. მისივე თქმით, ამ პროცესების ესკალაციას „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრი ხელს უწყობს.

"ინტერპრესნიუსი"