გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ახალციხის საბავშვო ბაღებში პროდუქტის დარიგების მეორე ეტაპი მიმდინარეობს

18-05-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის კუთვნილი საკვების დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო.

აღსაზრდელების მშობლებს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის პერიოდში გათვალისწინებული პირველადი მოხმარების არამალფუჭებადი პროდუქტები გადაეცემათ. სასურსათო პაკეტში სხვადასხვა სახის ბურღულეული, რძის პროდუქტები, ზეთი, კარაქი, შაქარი, კვერცხი და პურია გათვალისწინებული.

ბაგა-ბაღებში საკვები პროდუქტების დარიგება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების ცენტრისა და ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.

საბავშვო ბაღებში პროდუქტის გაცემა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს, პროცესს დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისა და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.

კუთვნილ სასურსათო პაკეტს ეტაპობრივად ახალციხის მუნიციპალიტეტის 25-ვე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი მიიღებს.