გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მარკეტა გრეგორევა: მინდა მივულოცო საქართველოში ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომლებიც მონაწილეობდნენ პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაში, რაც პოლიტიკური გარემოს ნორმალიზაციისთვის უმნიშველოვანესი ნაბიჯია

19-05-2020

 

საქართველო როგორც ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყანა ევროკავშირის გრძელვადიანი და მნიშვნელოვნი პარტნიორია, რომლსაც ევროკავშირის სამეზობლოში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ვამაყობ, რომ ამ ურთიერობების გაღრმავებაზე ვმუშაობ“ - განაცხადა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგორევამ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.

 

მისი თქმით, საქართველო  იყო და არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორი და ყოველთვის ადასტურებდა დემოკრატიული პრინციპებისა და რეფორმებისადმი ერთგულებას.

 

ასევე მინდა მივულოცო საქართველოში ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომლებიც მონაწილეობდნენ პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაში, რომელიც საქართველოში პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციისა და ნორმალიზაციისთვის უმნიშველოვანეს ნაბიჯს წარმოადგენს.   საქართველო ყოველთვის იყო და არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორი და ყოველთვის ადასტურებდა დემოკრატიული პრინციპებისა და რეფირმებისადმი ერთგულებას. და ყოველთვის მზად ვარ მხარი დავუჭირო საქართველოს დემოკრატიულ მცდელობებს  ევროკავშირთან უფრო ღრმა პარტნირობის მისაღწევად“ - განაცხადა მარკეტა გრეგორევამ.