გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

შიდა ქართლის გუბერნატორსა და მოადგილეებს ხელფასი გაეზარდათ

22-02-2018

შიდა ქართლის გუბერნატორის ხელფასი დარიცხვით თებერვლიდან 5900 ლარი გახდა. მანამდე კახა სამხარაძის შრომის ანაზღაურება 2 950 ლარი იყო.

გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 29 იანვარს მიიღო. ცვლილებები სხვა მხარეების რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც შეეხო.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოიძია აღნიშნული ინფორმაცია და გაირკვა, რომ სამხარეო ადმინისტრაციაში გუბერნატორის მოადგილეებსაც ხელფასები საკმაოდ გაეზარდათ. შიდა ქართლის გუბერნატორს ოთხი მოადგილე ჰყავს.

რაც შეეხება სხვა სხვა თანამშრომლებს, მათი შრომის ანაზღაურება ზოგს მინიმალურად (მაგალითად, 20 ლარით), ზოგს კი საერთოდ არ მომატებია. სამსახურის უფროსებს კი, პირიქით, 50 ლარი მოაკლდათ.

ასე მაგალითად:

გუბერნატორი კახა სამხარაძე 5900 ლარი (ჰქონდა 2950 ლარი)

 

1-ლი მოადგილე - იოსებ ოქრომელიძე 3600 ლარი (ჰქონდა 2 360 ლარი)

 

II მოადგილე სიმონ გულედანი - 3500 ლარი (ჰქონდა 2 250 ლარი)

 
III მოადგილე - ნოდარ მეტრეველი 2300 ლარი (ჰქონდა 2 250 ლარი)

IV მოადგილე - ლევან ჯღენტი 2300 ლარი (ჰქონდა 2 250 ლარი)

სრული ვერსია იხილეთ ვებგვერდზე qartli.ge