გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ახალციხეში 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

21-05-2020

ქალაქ ახალციხეში, 9 აპრილის  ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის  რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში,  გზის  650  მეტრიან მონაკვეთს კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება,  საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება,  მოეწყობა ბაზალტის ბორდიურები და  საავტომობილო გზაზე  ასფალტის საფარი დაიგება.

ამ დროისთვის   ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობს    არსებული საფარის  დემონტაჟი. ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

5 მაისიდან, ახალციხის  მუნიციპალიტეტში  მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები,  აქტიურად განახლდა.  სამშენებლო კომპანიები, ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომებისა და შემუშავებული რეკომენდაციების  დაცვით აგრძელებენ  მუშაობას.