21-05-2020
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში ახალგაზრდა კაცი მოკლეს.
როგორც PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მათივე ცნობით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები. ამ ეტაპზე უცნობია თუ რა გახდა მკვლელობის მოტივი.