გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ადგილობრივებმა გორში, სოფელ მერეთთან რუსი ოკუპანტები შენიშნეს

22-05-2020

რუსი ოკუპანტები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის მიმდებარედ, საოკუპაციო ზოლთან გამოჩნდნენ. როგორც ადგილობრივმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, ოკუპანტები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

„ჩვენ მხარეს იყვნენ გადმოსულები. ბალახს ასუფთავებდნენ და ბუჩქებს ე.წ. საზღვრიდან რამდენიმე მეტრში. მალევე დატოვეს აქაურობა. სამუშაოები არ განუახლებიათ“, – უყვება “რეგიონულ კვირას” ერთ-ერთი ადგილობრივი.

როგორც “რეგიონულ კვირას” სახელმწწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს დღეს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი არ განუახლებიათ. უწყების ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

კვირა