გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის 14 პირს ბრალდება წარედგინა

22-05-2020

საქართველოს პროკურატურამ კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის, ქურდული სამყაროს წევრისთვის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 13 პირს და საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სხვადასხვა ფინანსური დავების გადაწყვეტის მიზნით მიმართავდნენ ქურდული სამყაროს წევრებსა და საზღვარგარეთ მყოფ ,,კანონიერ ქურდებს’’.

აღნიშნული მიმართვების საფუძველზე, ქვეყანაში მყოფი ქურდული სამყაროს წევრები, საზღვარგარეთ მყოფი ,,კანონიერი ქურდის’’ სატელეფონო ჩართულობით აწყობდნენ ,,ქურდულ გარჩევებს’’ და სხვადასხვა პირებს, თავისუფლების უკანონო აღკვეთით, ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ზეწოლით, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით სძალავდნენ ფულს და აკისრებდნენ გარკვეული თანხების გადახდას.

სამართალდამცველებმა 13 პირი, 20 მაისს ქ.თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დააკავეს, რომელთაც წარედგინათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის I ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა); 2233-ე მუხლის II ნაწილით (ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა); 2234-ე მუხლის I ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრისთვის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვა); 143-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) და 126-ე მუხლის I ნაწილით (ძალადობა). რაც შეეხება საზღვარგარეთ მყოფ ,,კანონიერ ქურდს’’, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 2231 -ე მუხლის I ნაწილით (კანონიერი ქურდობა).

ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.