22-05-2020
საქართველოში თბილისის დროით 17:50 საათზე მიწისძვრა დაფიქსირდა. ეპიცენტრი დმანისიდან 18 კილომეტრში იყო. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.0 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.
ინფორმაცია ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.