გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურში ინფრასტრუქტურულ და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს გაეცნო

22-05-2020

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარის განათლების მინისტრთან და მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ხელვაჩაურში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

მთავრობის მეთაურმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სკოლის, ახალი სპორტული და სააქტო დარბაზის სამშენებლო სამუშაოებიც დაათვალიერა.

განახლდა სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მშენებლობა. შენობა 430 მოსწვლეზეა გათვლილი და გათვალისწინებულია უსაფრთხოების ნორმები.

ახალი სპორტული და სააქტო დარბაზის მშენებლობა ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ფარგლებში ხორციელდება. დარბაზი იქნება სრულად ადაპტირებული, მოეწყობა პანდუსები. შენობის ეზოში განთავსდება ღია სპორტული მოედანიც. ინფრასტრუქტურა 220 მოსწავლეზეა გათვლილი.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა მიიღონ.

გარდა ამისა, აჭარის საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ფერმერს სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება, კულტივაცია უფასოდ შეეძლება.