გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გამყოფ ხაზთან დუშეთის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები დაურიდგათ

22-05-2020

სახელმწიფო მინისტრი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. ქეთევან ციხელაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან ადამიანის უფლებათა საკითხებში ლელა აქიაშვილთან და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან შალვა კერესელიძესთან ერთად სოფელ ოძისში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა.

გამყოფ ხაზთან დუშეთის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცათ. პროექტი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარება საერთაშორისო პარტნიორებისა და კერძო კომპანიების ჩართულობით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და მსგავსი კალათები გამყოფი ხაზის მიმდებარე ყველა სოფლის სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს კარდაკარ დაურიგდებათ.