გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თავდაცვის ძალებში ყაზარმული მდგომარეობა გაუქმდა

23-05-2020

თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალებში ყაზარმული მდგომარეობა გაუქმდა. თუმცა, ყაზარმული რეჟიმის გაუქმების მიუხედავად, ყველა სამხედრო ნაწილში ნარჩუნდება კონტროლის მკაცრი ზომები და უსაფრთხოების წესები.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყაზარმულ მდგომარეობაზე 21 მარტიდან გადავიდა. შესაბამისად, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, შეწყდა სამხედრო მოსამსახურეების დათხოვნა, შვებულებაში გასვლა და სამხედრო ბაზები უცხო პირთათვის დაიხურა. პარალელურად, თავდაცვის ძალები აქტიურად ჩაერთნენ ქვეყნის მასშტაბით კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.

თავდაცვის ძალებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, სხვადასხვა ლოკაციაზე, 85 საკონტროლო გამშვები პუნქტი მოაწყო, სადაც პროცესის მართვას ერთობლივად ახორციელებდნენ. 22 მარტიდან დღემდე, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა, ქვეყნის მასშტაბით 1 701 955 ავტომანქანა დაამუშავეს სადეზინფექციო ხსნარით, ხოლო 2 500 018 ადამიანს თერმოსკრინინგი ჩაუტარეს. თერმოსკრინინგის ფარგლებში ტემპერატურა დაუფიქსირდა 158 პირს, რის შესახებაც შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდა მართვის ცენტრებსა და სამედიცინო დახმარების ცენტრს. შედეგად კი, დროულად მოხდა შესაბამისი რეაგირება და ვირუსის გავრცელების პრევენცია.