გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

U.S. Naval Institute - თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტებმა მტკიცედ უნდა დაუჭირონ მხარი საქართველოს, როგორც ნატოს არაწევრი მთავარი მოკავშირის, სტატუსის გაფართოებას

23-05-2020

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის გაზრდისკენ - ნათქვამია U.S. Naval Institute-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „საქართველო - შავი ზღვის გასაღები“.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველო წარმოადგენს ძალიან მოწადინებულ პარტნიორს, რომელიც ამერიკას სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას.

„ამ ეტაპზე ამერიკული ბაზის შექმნა საქართველოში არარეალისტურია, არა მხოლოდ ლოგისტიკური სირთულეების გამო, არამედ იმიტომაც, რომ ამერიკული ბაზა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპანტი რუსული ჯარების სიახლოვეს უადგილო პროვოცირებას გამოიწვევს. მიუხედავად ამისა ამერიკელმა სამხედროებმა უნდა გააგრძელონ ქართული ჯარების წვრთნა, გააუმჯობესონ დაზვერვის ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობები, გაზარდონ საგარეო სამხედრო გაყიდვები და ხელი შეუწყონ საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურის და მისი მცირერიცხოვანი შეიარაღებული ძალების განვითარებას. ქართული ბაზების განვითარება საქართველოს შეიარაღებული ძალების (და როტაციის პრინციპით მომსახურე ამერიკელი მებრძოლების) მხარდაჭერის გასაზრდელად რეალისტური ამოცანაა, რომელიც პასუხობს ამერიკის ინტერესებს. თავისი განლაგების წყალობით, საქართველო იქნება ძალიან კარგი „მოწინავე საოპერაციო/მოქმედი ლოკაცია“ რუსეთსა თუ ირანთან კონფლიქტამდე ან კონფლიქტის დროს. ამერიკელი მებრძოლებისთვის სასარგებლო იქნება სწავლებები რეგიონში, რადგან მათ მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა, შეისწავლონ ადგილობრივი კლიმატი და ტოპოგრაფია, ასევე გაეცნონ იმ უნიკალურ გამოწვევებს, რომლებიც ახასიათებს ახალ ლოკაციებს. გაუმჯობესებული ქართული ბაზები აშშ-ს საშუალებას მისცემს, გააფართოოს სწავლების შესაძლებლობები ერთობლივი სახმელეთო, საზღვაო (მათ შორის ზღვიდან ცეცხლით მხარდაჭერით) წვრთნების ჩატარების გზით, ასევე ადგილობრივ გარემოში სპეციალური დანიშნულების ტაქტიკების გამოყენებით“ - ნათქვამია სტატიაში.

აქვე აღნიშნულია, რომ თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტებმა ასევე მტკიცედ უნდა დაუჭირონ მხარი საქართველოს, როგორც ნატოს არაწევრი მთავარი მოკავშირის, სტატუსის გაფართოებას

„შედეგად, საქართველოს ექნება წვდომა დამატებით დაფინანსებაზე და აღმოფხვრილი იქნება ამერიკასთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოების გზაზე არსებული პოლიტიკური ბარიერები. გარდა ამისა, რუსეთი მიიღებს მკაფიო გზავნილს აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით ურყევი გადაწყვეტილების შესახებ. ორმხრივი პარტნიორობა შედის აშშ-ის უსაფრთხოების ეროვნულ ინტერესებში და უზრუნველყოფს, საქართველოს თავის დაცვის უნარს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან აგრესია გაუმართლებლად ძვირი დაუჯდება რუსეთს“ - წერს სტატიის ავტორი გრეის ჰოვარდი.