25-05-2020
ქალაქ საგარეჯოს ცენტრში, ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეხი ჩამოვარდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მეხი ხის ელექტროგადამცემს დაეცა და იქვე მდებარე ნაძვებზე გადააგდო.
საგარეჯოს ერთ- ერთი მკვიდრი, სოციალურ ქსელში წერს:
„მცირე წვიმა წამოვიდა, უცბად განათდა და ჩვენს ეზოსთან მეხი ჩამოვარდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, საშინელი ხმა იყო, ყველაფერი შეზანზარდა“, – ამბობს ადგილობრივი.
კახეთში, დასახლებულ პუნქტში, მეხი ბოლოს 2013 წლის 8 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში ჩამოვარდა.
შემთხვევის შედეგად, იმ დროისთვისაც, ელექტროსადენები დაზიანდა.