გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის მერთან გარკვეულ უთანხმოებაზე საუბრობს

23-02-2018

მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე გრიგალავსთან გარკვეულ უთანხმოებაზე საუბრობს. მან დაპირისპირების დეტალებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა როგორც „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდში გარკვეული კონსულტაციები იგეგმება.

„ჯერ ვერაფერს ვიტყვი. დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. გუნდში იგეგმება გარკვეული კომუნიკაციები ჩემთანაც და მერთანაც“, - აღნიშნა ალექსი გაბისონიამ.

გაბისონია არ ადასტურებს, რომ მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატის, ოთარ დანელიას მიერ გაკეთებული განცახდება მასსა და მერის უთანხმოებას ეხებოდა. იგი არ გამორიცხავს, რომ დანელია მარტვილში სხვა პოლიტიკური დაპირისპირებაზე საუბრობდა.
„არ მგონია ჩვენი უთანხმოების შესახებ ყოფილიყო საუბარი. არ გამოვრიცხავ, რომ სხვა უთანხმოებაზეა საუბარი“, - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

თავის მხრივ, მარტვილის მერი ალექსანდრე გრიგალავა ყველანაირ უთანხმოებას გამორიცხავს. „არანაირი უთანხმოება არ მაქვს მე საკრებულოს თავმჯდომარესთან. მას თუ აქვს რამე ჩემთან, არ ვიცი, მას ჰკითხეთ “, - განაცხადა მერმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ მარტვილში პოლიტიკური კრიზისი მწიფდება.

"ინტერპრესნიუსი"