გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ფახულანში უკანონო ბორდერიზაციის პროცესის გააქტიურება გააპროტესტეს

29-05-2020

“ჩვენ მიჩვეულები ვიყავით, რომ უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებდნენ შიდა ქართლის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს ტაქტიკა შეიცვალა და ისინი გადმოერთნენ უკვე აფხაზეთის მიმართულებით”, – ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობის “ხმა” წევრებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადეს, სადაც მათ საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისნის უკანონო ბორდერიზაციის პროცესის გააქტიურებას გმობენ.
„ეს ჩვენი თავისუფლების საზიანოდ გავლებული მავთულხლართია, დღეს აქ მოსვლის მიზეზი არის ის, რომ აფხაზეთის მიმართულებით გააქტიურდა ოკუპანტი. ჩვენ მიჩვეულები ვიყავით, რომ უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებდნენ შიდა ქართლის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს ტაქტიკა შეიცვალა და ისინი გადმოერთნენ უკვე აფხაზეთის მიმართულებით და უკვე სამეგრელოს ტერიტორიებიც მიაქვთ უკანონოდ. მე ამას ვუკავშირებ დასავლელი პარტნიორების განცხადებებს. ალბათ, ექსპერტები უკეთ ახსნიან რომ ეს გააქტიურება ბორდერიზაციის კუთხით დაკავშირებულია აშშ-ის და ევროკავშირის მიერ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებთან, თუმცა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ოკუპაცია შეწყდეს და აუცილებლად დავბრენდეთ სოხუმში“, – განაცხადა სამოქალაქო მოძრაობა „ხმის“ წარმომადგენელმა ბაჩანა ქანთარიამ.

ცნობისთვის, 20 მაისს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედროებმა მავთულხლართების განახლება ხურჩა-ნაბაკევის საოკუპაციო ხაზთან დაიწყეს. მანამდე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მოსაზღვრე ოკუპირებულ საბერიოში გააქტიურდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, აღნიშნული ფაქტის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

პრაიმტაიმი