გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ოსიაურში ნიკოლოზ ბარათაშვილისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება

17-11-2017

2017 წელი დიდი ქართველი პოეტის – ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო წელია. 4 დეკემბერს მისი დაბადებიდან 200 წელი სრულდება. ხაშურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება 2017 წლის 2 დეკემბერს დევიზით, "ბარათაშვილი და საქართველო",  გენიალური ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას ატარებს.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მუზეუმების, სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების თანამშრომლები, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები და დოქტორანტები.
კონფერენცია იმუშავებს სამი მიმართულებით: ლიტერატურათმცოდნეობა, ისტორია, სამუზეუმო საქმე.
კონფერენციის სამუშაო ენაა: ქართული.

კონფერენციის ჩატარების ადგილად ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ოსიაურია განსაზღვრული. აქვე, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში ტატო ბარათაშვილის მამის – მელიტონ ბარათაშვილის საფლავია.


წყარო: ხაშურიnews