გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქრთამის აღებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებული მარტვილის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

23-02-2018

ქრთამის აღებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებული მარტვილის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები მამუკა კეკელია და გია ჩიხლაძე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

სასამართლოს გადაწყვეტიებით, ჩიხლაძეს 90 000 ლარის, ხოლო კეკელიას 15 000 ლარის გადახდა დაეკისრა. მათ აღნიშნული თანხის გადახდა 20 დღის განმავლობაში მოუწევთ.

როგორც მოსამართლე შოთა ბიჭიამ სხდომაზე განმარტა, გამოძიების დასრულებამდე ბრალდებულების საპატიმროში ყოფნის საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება ბრალდებულებს, ისინი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ და იმედი აქვთ, რომ შემდგომ პროცესებზე გადაწყვეტილებას სასამართლო მათ სასარგებლოდ მიიღებს.

„ძალიან გახარებული ვარ. იმედი მომეცა დღევადელი გადაწყვეტილების მერე, რომ სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას. რაც შეეხება გირაოს, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით გადავიხდით“, - განაცხადა გია ჩიხლაძემ.

შემდეგი სასამართლო პროცესი 5 აპრილს 15:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით მარტვილის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტუქტურის სამსახურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურების ხელმძღვანელი პირები გამგეობის შენობაში 2017 წლის 20 ნოემბერს დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 332-ე და 338-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.