| « ნოემბერი 2025 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
23-02-2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
მიმდინარე წლის 20 თებერვალს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა წაბლის, ცაცხვის, წიფლის, მურყანისა და ნაძვის სახეობის 179 ერთეული მრგვალი მორი აღმოაჩინეს, რომლებიც, მიღება-ჩაბარების ოქმით, მორები მარტვილის მერის წარმომადგენელს მიბარდა.
გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ 11 727 ლარი შეადგინა. საქმის მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, მარტვილის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა.
22 თებერვალს, მერის წარმომადგენელმა 18 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორის მოპარვის შესახებ, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, მარტვილის რაიონულ სამმართველოს შეატყობინა. პოლიციის სამმართველოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი დაადგინეს და მოპარული წიწვოვანი სახეობის მორები ამოიღეს. მოქალაქემ ჩადენილი დანაშაული აღიარა.
ფაქტზე გამოძიება, სსკ 303-ე მუხლის პირველი ნაწილით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, მარტვილის რაიონულ სამმართველოში დაიწყო.