გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლენტეხის 24 სოფელში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

5-06-2020

ლენტეხის მუნიციპალიტეტის 24 სოფელში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან ბადრი ლიპარტელიანთან ერთად, ჟახუნდერის, ჩიხარეშის, ლენტეხის და ჩოლურის თემში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას და სანიაღვრე არხების მოწყობას ადგილზე გაეცნო.
პროექტები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ღირებულება 1 210 000 ლარს შეადგენს.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციის, სანიაღვრე არხების მოწყობის და ხიდების რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება.