გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კასპში კელაპტრიშვილის ქუჩაზე ასფალტის დაგება დაიწყო

8-06-2020

ქალაქ კასპში კელაპტრიშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარის პირველი პირის დაგების სამუშაოები დაიწყო, რომელიც მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტატანაშვილმა და მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა დაათვალიერეს.


აღნიშნული ქუჩა 2018 წელს მოასფალტებული გრიშაშვილის ქუჩის გაგრძელებაა და იგოეთი-კასპი-ახალქალაქის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას უერთდება. 2018-2019 წლებში ქუჩაზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები - სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემები.
პროექტი ითვალისწინებს 1068 გრძივ მეტრზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, რ/კბეტონის ღარების, ეზოში შეასვლელების, გზასთან მისასვლელების და საგზაო ნიშნების მოწყობას.


ათეული წლობით გაუვალი და დახრამული გზა გადაადგილებისას გარკვეულწილად საფრთხის შემცველიც იყო. გზის რეაბილიტაციით მოსახლეობა კმაყოფილია, მალე ისინი კეთილმოწყობილი ქუჩით ისარგებლებენ.


გზა ადაპტირებულია შშმ პირთა გადაადგილებისთვის.


პროექტი დაფინანსებულია რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ, სამუშაოებს კი ელექტრონულ ტენდრში გამარჯვებული შპს „დინ გრუპი“ ახორციელებს.