გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ყვარელში შვილმა და რძალმა 68 წლის მამაკაცი ცემეს

25-02-2018

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში შვილმა 68 წლის მამა ცემა. ფიზიკური შეურაცხყოფა მამამთილს რძალმაც მიაყენა. ცემის შედეგად დაზარალებულს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, რის გამოც ის ყვარლის საავადმყოფოში მოათავსეს.

პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ,სამართალდამცავებმა დაზარალებული დაკითხვაზე პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. დაკითხვის შემდეგ კი, როცა 68 წლის მამაკაცი სახლში ბრუნდებოდა, ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა და გარდაიცვალა. შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა.

როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობისა და 276-ე, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ანექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლებით მიმდინარეობს.

პოლიციამ ძალადობაში ბრალდებული შვილი დააკავა.

reginfo.ge