გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ჩხოროწყუში ქართული ჩაის პროგრამის დახმარებით 53 ჰექტარი ჩაის რეაბილიტაცია განხორციელდა

10-06-2020

 

სახელმწიფო რწმუნებული ჩხოროწყუს სოფელ ნაფიჩხოვოში, რეაბილიტირებული ჩაის პლანტაციებს და კრეფის პროცესს გაეცნო. შ.პ.ს. ,,კოლხი 2018“-მა ქართული ჩაის პროგრამის დახმარებით 53 ჰექტარი ჩაის რეაბილიტაცია მოახდინა, კრეფის პროცესში 50 ადგილობრივია დასაქმებული და მათი დღიური ანაზღაურება 35-დან 50 ლარამდეა.

 

ალექსანდრე მოწერელია ასევე იმყოფებოდა სოფელ ლესიჭინეში მეღვინეობა ,,ხარებას“ სანერგე მეურნეობაში, სადაც ვაზის კოლხური ჯიშებია მოშენებული, სახელმწიფო რწმუნებულმა  კოლხური ღვინის პოპულარიზაციასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

ჩვენ დღეს ვიმყოფებით სოფელ ლესიჭინეში, ეს არის ერთ-ერთი უძველესი კერა მევენახეობის. სასიხარულოა, რომ კომპანია „ხარებამ“  გააშენა ძველი კოლხური ჯიში „ოჯალეში“, კოლხური „საფერე“ და ასევე გაშენებული აქვთ სხვადასხვა ლოკაციებზე ენდემური ჯიშები. მეღვინეობა ერთ-ერთი უძველესი დარგია ჩვენი რეგიონისთის, მისასალმებელია, რომ სწორედ აქ  დაიწყო ამ უძველესი დარგის აღორძინება. მე მინდა ასევე მოვუიწოდო ჩვენ თანამოქალაქეებს ვინც დაინტერესებულია მევენახეობა მეღვინეობის განვითარებით , სამეგრელო ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ამ მხრივ და უფრო მეტი დაინტერესება გამოიჩინონ“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

 

სახელმწიფო რწმუნებული ასევე გაეცნო მუხურში ხარების საფუტკრე მეურნეობას, რომელიც ბიოთაფლზე მუშაობს.