10-06-2020
სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტეში დაფნის საწარმო ,,ჯუმითი 2014“-ს სტუმრობდა. საწარმო პანდემიის მიუხედავად შეუფერხებლად, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მუშაობს.
დაფნის საწარმო სახელმწიფო პროგრამით დაფინანსდა და წელს 100 ტონაზე მეტი ნედლი დაფნის ფოთლის გადამუშავებას აპირებს. საწარმო 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული, ის უკრაინის და ჩინეთის ბაზხარზე გადის.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმოს ასაშენებლად 1 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც მეწარმე ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გრანტის სახით სახელმწიფოსგან 376 000 ლარით დაფინანსდა. „ჯუმითი 2014“- ს სამეგრელოში, გურიასა და იმერეტში 600-მდე ბენეფიციარი ჰყავს, კომპანია მათი მცირე საოჯახო მეურნეობიდან დაფნის ნედლ და ხმელ ფოთოლს იბარებს. საწარმო ჩხოროწყუში 2019 წელს ამოქმედდა და იქ 40-მდე ადგილობრივია დასაქმებული.
დაფნის საწარმოში პანდემიის პერიოდში არსებულ სამუშაო პროცესს და კომპანიის გეგმებს სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად მისი მოადგილეები, პარლამენტის წევრი ჯუმბერ იზორია, ჩხოროწყუს მერი და საკრებულოს თავმჯდომარე გაეცნენ.