გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გიორგი მარგველაშვილმა გორში ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერა

26-02-2018

 გორში, უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, ოკუპაციის მუზეუმი საქართველოს პრეზიდენტმა დაათვალიერა. ამ წუთებში, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მუზეუმის პრეზენტაცია მიმდინარეობს.

პროექტი, ოკუპაციის მუზეუმის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით საზოგადოებრივმა კავშირმა - მეგობრობის ხიდმა „ქართლოსი“ განახორციელა.

მისი მიზანი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფარული ანექსიის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მათი არაფორმალური განთლების ხელშეწყობაა.

გორის შემდეგ ოკუპაციის მუზეუმები შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიხსნება. შექმნილი საგამოფენო სივრცეები გათვალისწინებულია ინტეგრირებული გაკვეთილების, ლექციების, საჯარო შეხვედრებისა და დისკუსიების ჩასატარებლად.
აი ეს დავდოთ.