11-06-2020
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ სოფელში დედამ ახალშობილი ქუჩაში დატოვა. იგი პოლიციამ იპოვა და საავადმყოფოში მიიყვანა.
გოგონას მეუღლე, იოსებ ქუფარაშვილი ამბობს, რომ ცოლის ფეხმძიმობის შესახებ არაფერი იცოდა.
„არ ვიცოდი, რომ ფეხმძიმედ იყო ამას თურმე ბავშვი დაუბადებია, პარკში გადაუხვევია და მინდორში დაუდვია. ვიცოდი, რომ სიმსივნე ჰქონდა ავთვისებიანი.
მე მიმალავდა, არ მეუბნებოდა, რომ ფეხმძიმედ იყო. აქ ვიყავი ყავას ვსვამდი, საპირფარეშოში იყო საათ-ნახევარი, რას წარმოვიდგენდი, რომ იმშობიარებდა“, – ამბობს იოსებ ქუფარაშვილი.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მიტოვებას