გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

წნორის წყლის ახალი სისტემების ტესტირების შემდეგ მოსახლეობა სტაბილურ წყალმომარაგებაზე ეტაპობრივად გადავა

13-06-2020

ქალაქ წნორის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპი დასრულდა. ამ დროისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახალი ქსელის ტესტირებას ახორციელებს, რის შემდეგაც 5 000–მდე ადგილობრივს  ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და მოსახლეობა სტაბილურ, ხარისხიან წყალმომარაგებაზე ეტაპობრივად გადავა.

ამ ეტაპზე, ქალაქის მოსახლეობა საუბნო ჭაბურღილებით სარგებლობს. იმის გამო, რომ ადგილობრივებს 90–იანი წლების შემდეგ,  წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემით არ უსარგებლიათ, მოძველებული და ამორტიზებული ქსელი რეაბილიტაციას საჭიროებდა.

წნორის მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. პირევლი ეტაპის სამუშაოები 2018 წელს დასრულდა. მეორე ფაზის ფარგლებში რეაბილიტირდა საქლორატორო, მოეწყო ჭაბურღილები, წყლის სათავე ნაგებობა და სატუმბო სადგური, დამონტაჟდა თანამედროვე ობიექტების მართვის ელექტრონული სისტემა (SCADA), რომელიც  წყალმომარაგების სისტემის ავტომატურ   მუშაობას უზრუნველყოფს.

პროექტი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. სამუშაოებს 5 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.