გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

აბასთუმნის ხანძრის ლოკალიზება ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრებმა მოახდინეს

13-06-2020

აბასთუმნის ტყეში ხანძარი 14:00 საათზე, მაშინ გაჩნდა, როცა იქ ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა. ცეცხლის ლოკალიზება სახანძრო სამსახურის მისვლამდე სწორედ ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა შეძლეს.

მიუვალ ადგილზე, სადაც არ გადის სამანქანო გზა და შემთხვევითი გამვლელების თუ ტურისტების მოხვედრა ნაკლებად სავარაუდოა, ერთდროულად, ხანძრის ორი კერა გაჩნდა. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია. ადგილს უტარდება ექსპერტიზა. შესაბამისმა სამსახურებმა მოკვლევა დაიწყეს.

სპეციალისტების ვარაუდით, ხანძარი ხელოვნურად არის გაჩენილი. მათივე თქმით, ტყე სპეციალური დრონით კონტროლდება, რომელიც ისეა დაპროგრამებული, რომ მცირე კერასაც კი აფიქსირებს, რათა დროულად მოხდეს ხანძრის გავრცელების პრევენცია.

დრონმა ხანძრის კერის დაფიქსირებამდე რამდენჯერმე გადაუფრინა ტყის მასივს და ხანძრის ნიშნები არაფერი დაფიქსირებულა. გარდა ამისა, სპეციალისტების განცხადებით, მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა და ტყე პრაქტიკულად სველია, რაც ნიშნავს იმას, რომ ცეცხლის ბუნებრივად გაჩენის საფრთხე მინიმალური იყო. სწორედ ამიტომ, მათი ვარაუდით, დიდი ალბათობით, ეს არის ხელოვნურად შექმნილი ხანძრის კერა.