26-02-2018
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. პროექტის მიმდინარეობას შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე სიმონ გულედანი გაეცნო.
გულედანის თქმით, პროექტი გარდამავალია და ის მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ხაშურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სარეაბილიტაციო სამუშაობისთვის ჯამში 821 ათასი ლარი იხარჯება. ადგილობრივი მცხოვრების განცხადებით, სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ქვიშხეთისთვის ტურისტული მნიშვნელობის დაბრუნებას.
”დიმიტრი ყიფიანი მე-19 საუკუნის საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. მისმა მოღვაწეობამ და პუბლიკაციებმა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
"ინტერპრესნიუსი"