გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ლექსი, რომელსაც არჩილ ტატუნაშვილი გულით ატარებდა

26-02-2018

ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ჯიბეში, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა ლექსი იპოვეს, რომელიც ცხინვალის ტელევიზიამ გამოაქვეყნა. ლექსის ბოლოს კი სხვა გვარია მითითებული.

სისხლის გუბეში მარტოკა სხეულს


წვიმის წვეთები თითებს დაჰყვება


ჩამორეცხილი სისხლის წვეთები,


ქართული მიწის ნაპრალს ჩაჰყვება.



ვერ შეგვაჩერებს ტყვიების წვიმა


და ვერც სიკვდილი მომხვდურთა ხელით,


ვდგევართ უდრეკად ბოლო წვეთამდე,


სიკვდილსაც მხოლოდ ღიმილით ველით.



თვალებს დავხუჭავთ ვაჟკაცურად ყველა,


ახალგორს მაინც არავის მივცემთ,


დავიხოცებით ჩვენ ვაჟკაცურად,


რადგან მომავალს ერთობა მივცეთ.



გადამწვარ ველზე დახუჭულ თვალებს,


გადაეკვრება როდესაც ბინდი,


ძმათა საფლავთან ნაომარ მხარეს,


დარჩება გვამი, უცნობი ბევრის.



ცინკის კუბოსთან როდესაც მოვა,


თვალცრემლიანი მშობელი დედა,


ვთხოვ, მწარე ცრემლით ნუ დამიტირებს,


რადგან ვაჟკაცი ბრძოლაში კვდება.

digest